ანონსები
22 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის- “Startup Factory-ის“ ორგანიზებით, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე- „იდეაიდან ამაზონამდე“.
როგორ გამოვიმუშაოთ თანხა ამაზონის გამოყენებით?
საქართველოს მოსახოლეობა ამაზონს კარგად იცნობს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამაზონზე პროდუქტის გაყიდვა მსოფლიოს მრავალი წერტილიდანაა შესაძლებელი.
საჯარო ლექციას “Amazon Export Hub-ის” თანადამფუძნებელი- ლევან ლომაშვილი გიამბობთ, თუ როგორ გაყიდოთ და მიიღოთ შემოსავალი ამაზონზე.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1le5XE6e7ANkPdehFfvG7iNpqeDOs9xWz5iyNSSdCfm8/edit
თარიღი: 22.05.2018
დრო: 19:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, UG Startup Factory, კოსტავას 77ა