საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ბაზისბანკის სპონსორობით, წელს რიგით მე-10 საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების ფესტივალი IFCS ჩატარდება, 2 ივლისს.
IFCS საერთაშორისო კიბესუფართხოების ფესტივალია, რომელიც უკვე წლებია აერთიანებს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, წამყვან ექსპერტებსა და ინოვატორებს.
ფესტივალის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროთი დაინტერესებულ პირებს ქვეყანაში არსებული აქტუალური ტენდენციები გააცნოს. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დარგის წამყვანი პროფესიონალებისგან პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, დეტალურად გააანალიზონ თანამედროვე გამოწვევები და აღმოაჩინონ ინდუსტრიის სიახლეები.
ფესტივალზე კიბერუსაფრთხოების უცხოელი და ადგილობრივი წამყვანი სპიკერები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ სტუმრებს.
ღონისძიებაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
საქართველოს ეროვნული კიბერმედეგობა: კრიტიკული ინფრასტრუქტურა, საჯარო-კერძო თანამშრომლობა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ifcs.ug.edu.ge/
ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.ge-ზე: https://tkt.ge/.../international-festival-of-cybersecurity
დრო: 2 ივლისი, 09:00 - 18:00 საათი
ადგილი: ქ. თბილისი, სასტუმრო პულმანი, ი. ჭავჭავაძის 37