ანონსები
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით.
ადმინისტრაციული რეგისტრაცია ჩატარდება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ. 77, მეოთხე სასწავლო კორპუსი.
რეგისტრაციის გასავლელად სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;
• სკოლის ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
• სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟების შემთხვევაში);
• ფოტოსურათი (3X4);
• სწავლის საფასურის მეათედი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
სარეგისტრაციო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულ მატარებელზე.(CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატით).
შ.პ.ს. საქართველოს უნივერსიტეტი ს/კ 205037137
ბაზისბანკი - GE43BS 000 000 000 873 6082 (ბაკალავრიატი)
ქ. თბილისი კოსტავას 77-ა. 0175. ტელეფონი: (+995) 32 2 55 22 22
University of Georgia LTD
BasisBank - GE43BS 000 000 000 873 6082
77a Kostava st. 1075. Tbilisi.Georgia. T: (995) 32 2 55 22 22
გისურვებთ წარმატებას!