ანონსები
13 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტი უმასპინძლებს საინფორმაციო შეხვედრას თემაზე: „ძლიერი შემოქმედებითი აზროვნების განვითარება“.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება საგამომგონებლო ამოხსნის თეორია, რომელიც მსოფლიოს 150 უნივერსიტეტში ისწავლება, მათ შორის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
შეხვედრაზე ორი 15-კაციანი ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებულ საგამომგონებლო ამოცანების ამოხსნის თეორიის სრულ კურსს გაივლიან. კურსდამთავრებულების ბაზაზე ჩამოყალიბდება ინტელექტუალური საკუთრების მქონე სტარტაპები.
სპიკერი: მიხეილ კოტიშაძე, საგამომგონებლო უნარების გამომუშავების და პრობლემების გადაწყვეტის სწავლების მიმართულებით. მიხეილი საქართველოში ერთადერთი სერტიფიცირებული ტრენერია, რომელმაც სერტიფიკატი მიიღო სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში.
დასწრებისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/
თარიღი: 13.12.2019
დრო: 16:30 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #408