საქართველოს უნივერსიტეტი ქვეყნის სამეცნიერო ეკოსისტემის გაძლიერების მიმართულებით ახალ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს - 25 ოქტომბერს, 10 საათზე, უნივერსიტეტის სამეცნიერო ჰაბის ფარგლებში ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი გაიხსნება.
ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჰაბის ნაწილი იქნება, სადაც უკვე ფუნქციონირებს მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტი და ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტი.
ჰაბი ინტერდისციპლინური კვლევითი სივრცეა, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა მიმართულების მეცნიერთა ძალისხმევას ინოვაციური აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური განვითარების მიზნით. სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობა ორიენტირებული იქნება მოლეკულურ ინჟინერიაზე, გენომურ მოდიფიკაციებსა და ბიოტექნოლოგიურ ინოვაციებზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის კვლევითი პოტენციალის გაფართოებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
დრო: 25 ოქტომბერი, 10:00 საათი
ლოკაცია: თბილისი, ქავთარაძის #21ა, ჩიხი 4, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა