ანონსები
ადამიანს ხშირად აქვს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როდესაც მიზანი დასახულია, მიზნის მისაღწევი გზა ცნობილია, მაგრამ ის რატომღაც არაფერს აკეთებს.
სწორედ ამიტომ 14 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური მომსახურებისა და ანალიტიკის ცენტრი- “კონტაქტი“ გთავაზობთ საჯარო ლექციას თემაზე: „შინაგანი მოტივაცია vs გარეგანი მოტივაცია“.
საჯარო ლექციას გაუძღვება სოფიო ტუფურია- ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, საქართველოს უნივერსიტეტის გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორი.
თარიღი: 14.12.18
დრო: 16:30 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ნატოს და ევროკავშირის აუდიტორია #710