საქართველოს უნივერსიტეტის, სამართლის სკოლა აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ კონკურსს 2027 წლის ორ საერთაშორისო მედიაციის შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად:
ბუცერიუსის სამართლის სკოლის მედიაციის ონლაინ ტურნირი (Bucerius Law School Online Mediation Tournament)
ICC-ის 22-ე საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრება (ICC International Commercial Mediation Competition)
მედიაციის კონკურსები სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, განივითარონ მოლაპარაკების, მედიაციის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის, გუნდური მუშაობისა და საერთაშორისო კომუნიკაციის პრაქტიკული უნარები, ასევე მიიღონ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს.
კანდიდატებისთვის სავალდებულოა:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ენაზე არაუგვიანეს 2026 წლის 25 ოქტომბრისა.
ელექტრონულ ფოსტაზე: n.sturua@ug.edu.ge
შერჩევის პროცესი: პირველადი შერჩევის შედეგად გამოვლენილ კანდიდატებს დავუკავშირდებით და მოვიწვევთ გასაუბრებაზე, რომლის საფუძველზეც დაკომპლექტდება შეჯიბრებებში მონაწილე გუნდები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, მუდმივად ასე აქტიურად სთავაზობს სტუდენტებს სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის შესაძლებლობას და საპირწონედ არაერთი გამარჯვებული გუნდია მათ საკონკურსო ისტორიაში, რაც თავისმხრივ სწავლების პრაქტიკული შესაძლებლობების მასშტაბურობას ემსახურება.