ანონსები
14 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტს, სტუდენტურ კლუბ - ,,UG Oriental Club''-ის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით ეწვევა ირანის ელჩი ბ-ნ აბას თალებ ფართანი.
სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ ელჩს, დაუსვან შეკითხვები და მოისმინონ ელჩის სიტყვით გამოსვლა.
უნივერსიტეტი ღონისძიების ფარგლებში ირანის ელჩს მიანიჭებს საქართველო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხს. დასწრება თავისუფალია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ხშირად მასპინძლობს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
თარიღი: 14.02.2016
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 16:00სთ – 18:00 სთ