ანონსები
1 მარტს, გორში მდებარე შიდა ქართლის რეგიონულ ოფისში საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის საექთნო დეპარტამენტი გამართავს შემდეგ ღონისძიებებს:
1. ტრენინგი საექთნო პროფესიის შესახებ
განხილული იქნება პირველადი დახმარების პრინციპები:
• გულის წასვლის
• კრუნჩხვების
• დამწვრობის
• მოწამვლის
• ჭრილობის
• სისხლდენების
• მოხრჩობის
• ხელის დაბანისა და ინფექციის დროს
2. საჯარო ლექცია “პროფესია ფარმაცევტი“
საჯარო ლექციაზე განხილული იქნება:
• ფარმაციის სფეროს მახასიათებლები,
• უპირატესობები
• სამომავლო პერსპექტივები.
ასევე ჩატარდება კონკურსი “სახალისო ქიმია“
3. ჯანდაცვის ადმინისტრირების პროგრამის პრეზენტაცია
პრეზენტაციაზე განხილული იქნება:
• ჯანდაცვის ადმინისტრირების მახასიათებლები
• დასაქმების პერსპექტივა
• სტუდენტების წარმატებები
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი და საჩუქრები.
ღონისძიებებზე დასაწრებად დარეგისტრირდით ლინკზე https://goo.gl/forms/ejAIoWSumvKdEgv83
თარიღი: 01.03.2018
მისამართი: ქ. გორი, სტალინის ქუჩა 25
დრო: 13:00