ანონსები
19 აპრილს ლანჩხუთში მდებარე გურიის რეგიონულ ოფისში საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა ჩაატარებს ტრენინგს, რომელიც მოიცავს პირველადი გადაუდებელი დახმარების პრინციპებს გულის წასვლის, კრუნჩხვების, დამწვრობის, მოწამვლების, ნაკბენის, ჭრილობის, სისხლდენების, ჰიპოთერმიის, მოხრჩობის დროს, ხელის დაბანისა და ინფექციების (გრიპი) პრევენციის დროს.
ღონისძიებაზე განხილული იქნება ჯანდაცვის სფეროში არსებული პროფესიები, მაგალითად საექთნო პროფესია, ფარმაცევტის პროფესია და სხვა. საუბარი შეეხება დასაქმების ბაზრის მიმოხილვასაც და წარმოდგენილი იქნება საქართველოს უნივერსიტეტის საექთნო პროგრმა, ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა და ჯანდაცვის მენეჯმენტის პროგრამა.
თარიღი: 19.04.2018
დრო: 14:00 სთ
ადგილი: ქ.ლანჩხუთი, საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული ოფისი, ნინოშვილის 60