ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

კონფერენცია: „რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში“
17 June 2019

17 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა და ახალი ეკონომიკური სკოლა ერთობლივად გამართავს უპრეცენდენტო კონფერენციას თემაზე: „რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში“, რომელსაც  საუნივერსიტეტო მასშტაბით ანალოგი არ გააჩნია.

კონფერენცია ოთხ ძირითად მიმართულებად იყოფა:

რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენები;

სამხედროჰიბრიდული გავლენები;

კულტურა, ნორმები და ფასეულობები;

როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს.

კონფერენციაზე მსოფლიოში აღიარებული პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები განიხილავენ რუსეთის რევიზიონისტულ სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია პოსტ-საბჭოთა სივრცეში საკუთარი გავლენის დაბრუნებაზე.

კონფერენციაზე მოწვეული სპიკერები არიან:

მაიკლ კარპენტერი- ..-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის - ჯო ბაიდენის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში. ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორი. ლიტვის ეროვნული თავდაცვის ფონდის კონსტულტანტი უსაფრთხოების საკითხებში.

ჯეფრი მანკოფი CSIS Russia and Eurasia პროგრამის ხელმძღვანელი,რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი , ექსპერტი უსაფრთხოების და რუსეთის საგარეო ურთიერთობების საკითხებში.

ბრაიან ვიტმორი- ევროპული პოლიტიკის ანალიტიკის ცენტრში რუსეთის პროგრამის დირექტორი და მთავარი მკვლევარი.

ლუკ კოფი- ჰერიტიჯ ფონდის, ალისონის ცენტრის საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი. „ნატო-საქართველო: .. და ევროპული ინტერესიწიგნის ავტორი.

ანდრეას უმლანდი- გერმანელი პოლიტიკის მეცნიერი, რუსეთის და უკრაინის ისტორიის ექსპერტი.

კრასენ სტანჩევი- მაკროეკონომიკის ექსპერტი, სოფიას უნივერსიტეტის პროფესორი, ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და USAID-ის პროგრამების ხელმძღვანელი კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ზიგიმანტის პავილიონისი- ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ტრანსატლანტიკური და დემოკრატიული სუბკომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი.

კონფერენციის ფარგლებში ასევე, გაიმართება საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სამეცნიერო კვლევის - „რუსული ეკონომიკის კვალდაკვალ საქართველოში და მისი გავლენები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში",  პირველი ფაზის პრეზენტაცია, სადაც განხილული იქნება რუსეთის ეკონომიკური წილი საქართველოში, როგორ მოქმედებს რუსეთის ეკონომიკური ექსპანსია საქართველოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და რა ხერხს მიმართავს რუსეთი საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ახორციელებს ასეთ მასშტაბურ სამეცნიერო კვლევას რუსეთის ეკონომიკურ გავლენებზე.

საქართველოს უნივერსიტეტი სამუშაო ვიზიტით ამერიკაში გაემგზავრა. ვიზიტის დროს შეხვედრები გაიმართა, როგორც კონფერენციაში მონაწილე პირებთან, ისე სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც, რის ფარგლებშიც დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, ერთობლივი პროექტები და კვლევები.

აღსანიშნავია,რომ ატლანტიკურ საბჭოში (Atlantic Council) და საერთაშორისო სწვლების და კვლევების ცენტრში (Center for Strategic and International Studies - CSIS) საქართველოს უნივერსიტეტი მიმდინარე სამეცნიერო კვლევის საბოლოო პრეზენტაციას გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ესტუმრა ისეთ ორგანიზაციების წარმომადგენლებს როგორებიცაა: New York Times, Harvard University Davis Center for Russian and Eurasian Studies, Center for Strategic and International Studies, Kennan Institute Wilson Center, Digital Forensic Research Lab; Gettysburg College; Taft University, Fletcher School of Law and Diplomacy. 

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: კონფერენცია

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი