ანონსები
5 ოქტომბერს, საქართველოს უნივეერსიტეტი პარტნიორებთან ერთად 2019 წელს დაარსებული უსაფრთხოების პლატფორმის ფარგლებში (UG-Security Platform/UGSP) ატარებს ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით: „საქართველო დასავლურ და რუსულ სამხედრო პრიზმაში“.
კონფერენციის პანელები ითვალისწინებს მაღალი რანგისა და გამოცდილების მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ სამი ძირითადი თემის გარშემო დისკუსიის გამართვას :
კონფერენციაზე მოწვეული სპიკერები იქნებიან:
მაიკლ კარპენტერი - ა.შ.შ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში. ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორი. ლიტვის ეროვნული თავდაცვის ფონდის კონსტულტანტი უსაფრთხოების საკითხებში.
გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი - ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სტრატეგიული სწავლებების ხელმძღვანელი (Pershing Chair).
ზიგიმანტის პავილიონისი - ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ტრანსატლანტიკური და დემოკრატიული ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატებში ყოფილი სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი.
ბრუნო ლეტე - კვლევითი ცენტრის „გერმანიის მარშალის ფონდის“ ანალიტიკოსი, საერთაშორისო თავდაცვის და უსაფრთხოების ექსპერტი.
გუსტავ გრესელი - „საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს“ (ECFR) უფროსი მკვლევარი პოლიტიკის საკითხებში.
მატიას დემბისნკი (Dr.) - ჰესენის მშვიდობის კვლევის ცენტრის (PRIF) წამყვანი მკვლევარი.
მუსტაფა აიდინი (Dr.) - ქადირ ჰას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, თურქეთის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს პრეზიდენტი.
დიმიტრიოს ტრიანტაფილუ (Dr.) - ქადირის უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპული სწავლებების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი.
კონფერენციის პანელების პარალელურად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართება სიმულაციური გათამაშება, სადაც მოხდება კონფერენციის თემატიკისთის რელევანტური სამხედრო-პოლიტიკური სცენარის გათამაშება (war-gaming), მოვლენების სავარაუდო განვითარების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების ფორმულირება.
ასევე, სიმულაციაში მონაწილე სტუდენტებს მიეცემათ კონფერენციის პანალებზე მონაწილე სტუმრებთან უშუალო ინტერაქციის საშუალება.
გთხოვთ, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადახვიდეთ ბმულზე: http://ugsp.ug.edu.ge/
თარიღი: 05.10.2020