2026 წლის 4-5 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტეტის, სამართლის სკოლის, საერთაშორისო სამართლებრივი კონფერენციების სერია "ევროპის კავშირის სამართალში" (ILCS - EU Law) გაიმართება. კონფერენცია აერთიანებს სამართლის მეცნიერებს და პრაქტიკოს იურისტებს, რათა განიხილონ ევროპის კავშირის სამართლის ტრანსფორმაცია გლობალური, გეოპოლიტიკური, ტექნოლოგიური და გარემოსდაცვითი გამოწვევების საპასუხოდ.
მეცნიერები, დოქტორანტები, კარიერის ადრეულ ეტაპზე მყოფი მკვლევრები, პრაქტიკოსები, ევროპის კავშირის სამართლის ექსპერტები და საჯარო პოლიტიკის პროფესიონალები მოწვეულნი არიან აბსტრაქტების წარსადგენად შემდეგი მიმართულებებით:
კონფერენციაზე განიხილება სამეცნიერო ნაშრომები - სრული აბსტრაქტები, მეთოდოლოგიისა და ძირითადი არგუმენტების ხაზგასმით. სამეცნიერო პოსტერები - აბსტრაქტები, რომლებიც ვიზუალურად აჯამებს კვლევის ძირითად მიგნებებს.
აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 15 მარტი
აბსტრაქტების გამოგზავნა შესაძლებელია: https://ilcs.ug.edu.ge/conference/apply
2026 წლის კონფერენცია ფოკუსირებული იქნება შემდეგ ძირითად თემებზე:
· ევროპის კავშირის სამართლის განვითარებადი და ფორმირებადი ახალი იურიდიული დისციპლინები
· ევროპის კავშირის სამართალი და კანდიდატი ქვეყნები
· სამართლის უზენაესობა და კარგი მმართველობა ევროპის კავშირის სამართალში
შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება ILCS-ის კონფერენციის მასალების კრებულში ან ILCS-ის სამუშაო დოკუმენტებისა და პოსტერების სერიაში.
მონაწილეობა უფასოა და საერთაშორისო; თანაავტორობით წარდგენილი ნაშრომები დასაშვებია.
დარეგისტრირდით დასასწრებად ეწვიეთ ბმულს: https://ilcs.ug.edu.ge/conference/apply
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: ILCS