ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტი წიგნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებების ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის, მორიგ ლიტერატურულ კონკურსს - „ფოლიოს“ - აცხადებს.
საქართველოს უნივერსიტეტი აგრძელებს ტრადიციას და მხარს უჭერს ახალგაზრდებში კრეატიული წერითი უნარ-ჩვებების განვითარებას. ლიტერატურული კონკურსის მიზანი წერის კულტურის ამაღლებაა.
კონკურსის მონაწილეები სურვილისამებრ ქართულ ან ინგლისურ ენაზე დაწერენ ლექსს ან პროზაულ მინიატურას. წლევანდელი კონკურსის თემაა - „გული არასდროს ბერდება“.
კონკურსის პირობები:
• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და სკოლის მე-11/მე-12 კლასის მოსწავლეებს;
• ნაშრომი წარმოდგენილი იქნება ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
• ტექსტი განთავსდება A4 ფორმატში, Sylfaen 11- იანი შრიფტით, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5 და ტექსტის მოცულობა 1-დან 3 გვერდამდე;
• თავფურცელზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, სკოლის ან უნივერსიტეტის დასახელება, კურსი/კლასი და ელექტრონული ფოსტა.
შეფასების კრიტერიუმები:
ა) ორიგინალურობა
ბ) შემოქმედებითობა
გ) ლაკონიურობა
ნამუშევრების ატვირთვა შესაძლებელია 2019 წლის 10 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით.
მითითებულ ბმულზე: https://ug.edu.ge/public/testfolio
კონკურსის თითოეული მონაწილე მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
გამარჯვებულს საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული პრიზი „ფოლიო“ და ფულადი ჯილდო 500 ლარი გადაეცემა.
ასევე, სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაშრომების ავტორებიც.
გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 10 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში (კოსტავას 77ა, საკონფერენციო დარბაზი#519).
შემოგვიერთდით და გაიმარჯვეთ!