ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტში 18-22 აპრილის ჩათვლით წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მორიგი ლიტერატურის კვირეული გაიმართება.
კვირეულის ფარგლებში კამპუსში დაგეგმილია ბევრი საინტერესო ღონისძიება, მაგალითად: საჯარო ლექციები, წიგნების გამოფენა, პოეზიის საღამო და სხვა. საჯარო ლექციებს გამართავენ ის ცნობილი ადამიანები, რომელთა მოწვევა უნივერსიტეტში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გადაწყდა.
ლიტერატურის კვირეული დაიხურება საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსის - ფოლიოსადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებით და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენით, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზი - „ფოლიო“ და ფულადი ჯილდო გადაეცემა. კონკურსის ყველა მონაწილე შესაბამის სერტიფიკატს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა ლიტერატურის კვირეულის ტრადიციას გასულ წელს ჩაუყარა საფუძველი.
ყველას გიწვევთ საქართველოს უნივერსიტეტში შემდეგ ღონისძიებებზე:
18 აპრილი (ორშაბათი)
საჯარო ლექცია თემაზე: „ლიტერატურის გავლენა თანამედროვე სამყაროზე“
სპიკერი - პოლიტიკოსი - ბნ. ნიკა რურუა (დასწრება თავისუფალია)
საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519, 16:00 სთ
19 აპრილი (სამშაბათი)
წიგნების მაღაზია „ნოველლას“ გამოფენა (ფასდაკლება საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის)
საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, I - ლი სართული, 12:00 – 18:00 სთ
20 აპრილი (ოთხშაბათი)
პოეზიის საღამო (დასწრება თავისუფალია)
საქართველოს უნივერსიტეტის კლუბი „ხელოვნების სივრცე“ და პოეტი - ბნ. თემურ ელიავა, IV კორპუსი, # 519 აუდიტორია, 17:00 სთ
21 აპრილი (ხუთშაბათი)
საჯარო ლექცია თემაზე: „თანამედროვე ლიტერატურა“
სპიკერი: მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - ბნ. გიორგი კეკელიძე (დასწრება თავისუფალია)
საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519, 16:00 სთ
22 აპრილი (პარასკევი)
ლიტერატურული კონკურსის "ფოლიო"-ს გამარჯვებულის დაჯილდოება (დასწრება თავისუფალია)
საქართველოს უნივერსიტეტი IV კორპუსი, # 519 აუდიტორია 15:00 სთ