ანონსები
ტრადიციულად, საქართველოს უნივერსიტეტში 23-27 აპრილის ჩათვლით წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მორიგი ლიტერატურის კვირეული გაიმართება, რომლის განმავლობაში უნივერსიტეტის კამპუსში ჩატარდება საინტერესო საჯარო ლექციები, რომელსაც ცნობილი ადამიანები წაიკითხავენ. სტუმართა სია მოიცავს მწერლებს, ფილოლოგებს, ბლოგერებს და სხვა.
ლიტერატურის კვირეული დაიხურება საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსის - ფოლიოსადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებით და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენით, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზი - „ფოლიო“ და ფულადი ჯილდო გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ ლიტერატურის კვირეულის ტრადიციას 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი.
ყველას გიწვევთ საქართველოს უნივერსიტეტში შემდეგ ღონისძიებებზე:
23 აპრილი (ორშაბათი)
საჯარო ლექცია: „მოგზაურობა ჰარი პოტერის სამყაროში“
სპიკერი - ფილოლოგი, ბ-ნ ლევან ბერძენიშვილი (დასწრება თავისუფალია)
საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 17:00 სთ
24 აპრილი (სამშაბათი)
საჯარო ლექცია: „მწერლობის ფილოსოფია“
სპიკერი - მწერალი, მთარგმნელი, ბ-ნ მიხეილ ანთაძე (დასწრება თავისუფალია)
საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #116
დრო: 16:00 სთ
25 აპრილი (ოთხშაბათი)
საჯარო ლექცია: „5 საუკეთესო ქართული რომანი და სხვა“
სპიკერი - მწერალი, ბ-ნ ნიკა მაჭუტაძე (დასწრება თავისუფალია)
საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #116
დრო: 16:00 სთ
26 აპრილი (ხუთშაბათი)
საჯარო ლექცია: „21-ე საუკუნის თბილისი“
სპიკერი - ბლოგერი, ქ-ნ თეკლა იორდანიშვილი (დასწრება თავისუფალია)
საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #116
დრო: 17:00 სთ
27 აპრილი (პარასკევი)
ლიტერატურული კონკურსის - ფოლიოს გამარჯვებულის დაჯილდოება (დასწრება თავისუფალია)
საქართველოს უნივერსიტეტი IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 16:00 სთ