ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

ლიტერატურული კონკურსი " ფოლიო" 2024
30 May 2024

 

საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აცხადებს მორიგ ლიტერატურულ კონკურსს "ფოლიო" 2024.

 

უნივერსიტეტი აგრძელებს ტრადიციას და მხარს უჭერს ახალგაზრდებში კრეატიული წერითი უნარ-ჩვევების განვითარებას. ლიტერატურული კონკურსის მიზანი წერის კულტურის ამაღლებაა.

 

წელს, საქართველოს უნივერსიტეტმა მთავარ თემად აარჩია: "მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული"

 

კონკურსის მონაწილეებმა უნდა გადმოაგზავნონ  პროზაული ნაწარმოები.

 

კონკურსის პირობები:

 

  •  კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებს და სკოლის მე-11/მე-12 კლასის მოსწავლეებს;

 

  •  ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

 

  • ტექსტი უნდა იყოს A4 ფორმატში, Sylfaen 11- იანი შრიფტით, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5 და ტექსტის მოცულობა 1-დან 3 გვერდამდე;

 

  • თავფურცელზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, სკოლის ან უნივერსიტეტის დასახელება, კურსი/კლასი და ელექტრონული ფოსტა.

 

შეფასების კრიტერიუმები:

 

  •  ორიგინალურობა
  •  შემოქმედებითობა
  • ლაკონიურობა

 

ნამუშევრების ატვირთვა შესაძლებელია 2024 წლის 31 მაისიდან 16 ივნისის  ჩათვლით ბმულზე: https://ug.edu.ge/public/folio

 

გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო.  

 

პირველ ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს: 1500 ლარს 

 

მეორე ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს: 1000 ლარს

 

მესამე ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს: 500 ლარს 

 

კონკურსის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი