ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

ლიტერატურული კონკურსი - ფოლიო 2025
23 May 2025

 

საქართველოს უნივერსიტეტის ტრადიციული ლიტერატურული კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - “ფოლიო 2025” იწყება.

კონკურსში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს და საქართველოში მოქმედი სკოლების მე-12 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

კონკურსის მიზანია ლიტერატურული პროცესის მხარდაჭერა, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების წახალისება და წერის კულტურის ამაღლება.

წელს კონკურსის მთავარი თემა საქართველოს უნივერსიტეტის საიმიჯო კამპანიის “როგორი საქართველოს უნივერსიტეტის” გავლენით შეირჩა. კონკურსის მონაწილეებმა ხუთი საკვანძო სიტყვიდან: დემოკრატიული, ინოვაციური, მრავალფეროვანი, ძლიერი, ევროპული - უნდა შეარჩიონ ერთ-ერთი ან რამდენიმე და აქციონ თავიანთი ახალი პროზაული ნაშრომის ინსპირაციად.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • ონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს და ნებისმიერი სკოლის მე-11/მე-12 კლასის მოსწავლეებს;
  • პროზაული ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე;.
  • ტექსტის მოცულობა: არნაკლებ ერთი და არაუმეტეს 3 გვერდი;
  • ტექსტის გაფორმება:
  • Word-ის დოკუმენტი, შრიფტი -Sylfaen, ზომა - 11. სტრიქონებს შორის დაშორება 1,5.
  • თავფურცელი - მიუთითეთ ნაშრომის სათაური, ავტორის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მოქმედი ელექტრონული ფოსტა, სკოლის ან უნივერსიტეტის დასახელება, კლასი/კურსი.

პროზაული ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებია:

  • მოცემულ თემასთნ შესაბამისობა
  • ორიგინალურობა
  • შემოქმედებითობა
  • ლაკონიურობა

ნამუშევრების ატვირთვა შესაძლებელია 2025 წლის 24 მაისიდან - 10 ივნისის  ჩათვლით ბმულზე: https://ug.edu.ge/public/folio

კონკურსის სამი გამარჯვებული ფულად პრემიას მიიღებს:

I ადგილი - 2000 ლარი

II ადგილი - 1500 ლარი

III ადგილი - 1000 ლარი

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება საქართველოს უნივერსიტეტის რჩეული კონკურსანტი, ყველა მონაწილეს კი, გადაეცემა სერტიფიკატი.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი