ანონსები
14 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა უმასპინძლებს მასტერკლასს თემაზე: „პოზიტიური ფსიქოლოგიის პრაქტიკული შედეგები ბიზნესში- პოზიტიური ლიდერობა და პიროვნული განვითარება“.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება პოზიტიური ფსიქოლოგიის დამკვიდრების შედეგები ბიზნეს სტრუქტურაში ,ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების და თანამშრომლების განვითარების კუთხით.
სპიკერი: თათია ტურაშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი, პოზიტიური ფსიქოლოგი.
თარიღი: 14.11.2019
დრო: 19:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #710