ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის Startup Factory-ისა და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, 19 ოქტომბერს გაიმართება მასტერკლასი თემაზე: "ტექნოლოგიები თვითგანვითარებისა და დასაქმებისთვის". მასტერკლასს ჩაატარებს საქართველოს ბაზარზე წამყვანი HR კომპანიის Insource-ის დამფუძნებელი და დირექტორი ქ-ნ მედეა ტაბატაძე, რომელიც ფლობს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის 16 წლიან გამოცდილებას.
მასტერკლასი ჩატარდება ინტერაქტიულ რეჟიმში და განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
ტექნოლოგიების როლი ჩვენს კარიერულ განვითარებაში;
თვითგანვითარებისა და თვითდასაქმების ტექნიკები.
მასტერკლასის მიზანია მსმენელთათვის იმ მნიშვნელოვანი ცოდნისა და უნარების განვითარება, რაც აუცილებელია კარიერული განვითარებისა და წინსვლისთვის.
მასტერკლასი უფასოა და დასწრება ღიაა არა მხოლოდ ჩვენი სტუდენტებისთვის, არამედ ნებისმიერი მსურველისათვის.
თარიღი: 19.10.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #116
დრო: 18:00 სთ