ანონსები
ძვირფასო აბიტურიენტებო, გამოიყენეთ საქართველოს უნივერსიტეტის კიდევ ერთი შესაძლებლობა მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის - “იმიტირებული გამოცდები 2025”. სულ ცოტა დრო რჩება ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე და თქვენთვის ახალი, წარმატებით სავსე, ცხოვრების ეტაპის დაწყებამდე.
თუ გსურთ გამოსცადოთ საკუთარი თავი და მაქსიმალურად თავდაჯერებულები შეხვდეთ საგამოცდო ციებ-ცხელებას. გადაამოწმეთ საკუთარი ცოდნა და უფრო მომზადებული შეხვდით ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
საქართველოს უნივერსიტეტი გიწვევთ აბიტურიენტებს - მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს, ქართულისა და ინგლისური ენის იმიტირებულ გამოცდაზე. ჩვენი პროფესორების მიერ შედგენილი ტესტები ოფიციალური საგამოცდო ტესტების იდენტურია, რაც საშუალებას მოგცემთ უკეთ გაიგოთ გამოცდის კონცეპტუალური მხარე და მიიღოთ თქვენი ცოდნის დონის ობიექტური შეფასება.
იმიტირებულ გამოცდებზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია:
ქართული ენა და ლიტერატურა - https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc29IXZ4J1lH4AAgi6UTxHsptlbo6xlG0n_HDxlt-rZ2vi6WQ/viewform
ინგლისური ენა - https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfY9EW9xvCE6lvZrJDOcFOUcfA2QzzPuEMF7cLmN__hCiAR2w/viewform
თარიღი:
· 22 ივნისი, 11:00 საათი ქართული ენა და ლიტერატურა
· 22 ივნისი, 16:00 საათი ინგლისური ენა
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია 407