20 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის გორში მდებარე შიდა ქართლის რეგიონული ოფისი გამართავს იმიტირებულ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
იმიტირებულ გამოცდაზე მონაწილეები შეამოწმებენ საკუთარ ცოდნას და გადალახავენ გამოცდის ფსიქოლოგიურ შიშს.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/2WJ5EIc
იმიტირებულ გამოცდაში მონაწილეობა უფასოა და მხოლოდ მე-12 კლასელებს შეუძლიათ.
გაითვალისწინეთ,რომ მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.
პ.ს ტესტები მომზადებულია საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ, საგამოცდო ტესტის ოფიციალური ნიმუშების მიხედვით.
თარიღი: 20.06.2019
დრო: 13:00 სთ
ადგილი: გორი, დანიელ ჭონქაძის #2, წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდით რეგიონული ოფისის მენეჯერს: 591 046 768