ანონსები
19-20 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტი გამართავს ონლაინ ინოვაციების ბანაკს, სადაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გახდნენ მენტორები.
ინოვაციების ბანაკი ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების ღონისძიება, სადაც 15-დან 18 წლამდე 100 ახალგაზრდა ჩაერთვება კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. ასევე, მონაწილეები სწავლობენ თუ, როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში.
მუშაობის პროცესში, ორგანიზების ყველა ეტაპი იქნება ონლაინ პალატფორმა ZOOM.US-ის მეშვეობით.
მენტორობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/KPhnrtSrJbaF2NbNA
გუნდების ფორმირების შემდეგ ახალგაზრდები გაეცნობიან ბიზნეს გამოწვევას, რომლის გადაჭრის გზებზეც იმუშავებენ 2 დღის განმავლობაში. აღნიშნული ბიზნეს ამოცანა იქნება სპეციფიკური და რეალური პრობლემების შესახებ. ეს კი ითვალისწინებს, რომ ისინი საფუძვლიანად უნდა გაეცნონ სხვადასხვა მიმართულებებით ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულ სიტუაციას, კარგად უნდა შეისწავლონ ინდუსტრია, სახელმწიფოს მოქმედების სტრატეგია და განავითარონ ისეთი საქონლის და/ან მომსახურების კონცეფცია, რომელიც დაეხმარებათ მათ პრობლემის სწორად და ეფექტურად გადაჭრაში. გუნდებს ეყოლებათ გამოცდილი მენტორები და ასევე, ექსპერტები სხვადასხვა სექტორიდან, რომლებიც გაუწევენ ინტენსიურ კონსულტაციებს, მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას და დაეხმარებიან იდეების განვითარებაში.
ღონისძიებაზე თითოეული გუნდი ვალდებულია, წარმოადგინოს ბიზნეს გეგმა და 4 წუთიანი პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც დღის ბოლოს ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს.
გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდება სიმბოლური საჩუქრებით, ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცემა 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკში“ მონაწილეობისათვის.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად წინასწარ გაიმართება ონლაინ შეხვედრა სადაც სტუდენტები გაეცნობიან მათ მოვალეობებს ღონისძიების მიმდინარეობაში.
შეფასების კრიტერიუმები
· კონცეფციის შინაარსი: 20%
· ინოვაციურობა და კრეატიულობა: 40%
· პრეზენტაციის ხარისხი: 30%
· გუნდური სულისკვეთება: 10%
ქულები იწერება 1-დან 5-ის ჩათვლით (ათწილადები არ არის დასაშვები).
ღონისძიების განრიგი
I დღე
11:00 – 11:15 მისალმება
11:35 – 11:50 გუნდების წარდგენა გუნდისთვის მენტორის შერჩევა - random.org
11:50 – 12:00 ექსპერტების წარდგენა
12:00 - 12:30 მცირე პრეზენტაცია STEM უნარების შესახებ; გამოწვევის გამოცხადება
12:30 – 17:30 გუნდებში გადანაწილება და მუშაობა გამოწვევაზე
14:00 – 17:30 ექსპერტებთან კონსულტაციები
17:30 – 18:00 კონცეფციის ფორმის დასრულება
I I დღე
11:00 – 11:10 მისალმება
11:10 – 15:30 ჯგუფებში პრეზენტაციაზე მუშაობა
15:30 – 16:00 ღონისძიების შეფასება ონლაინ კითხვარით
16:00 – 17:30 პრეზენტაციების წარდგენა ჟიურის წინაშე
17:30 – 18:00 შედეგების დაჯამება და გამარჯვებული გუნდის გამოცხადება