ანონსები
ძვირფასო აბიტურიენტებო,
საქართველოს უნივერსიტეტი გიწვევთ ღია კარის დღეზე, სამართლის პროგრამის მიმართულებით.
თუ გაინტერესებთ სამართალმცოდნეობა და გსურთ, დეტალურად მიიღოთ ინფორმაცია ამ პროგრამის რესურსების შესახებ, 22 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი - ანა ხურციძე გაგიზიარებთ ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ინტერაქციულ გარემოში შეძლებთ გაეცნოთ 2024 წლის შეთავაზებებს და დასავათ თქვენთვის მნიშვნელოვანი შეკითხვები, რომელზეც პასუხს, უშუალოდ სკოლის დირექტორისგან მიიღებთ.
სურვილის შემთხვევაში, შეხვედრის დასასრულს გაიმართება ტური, სამართლის სკოლაში.
დამსწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/TqSE3RaxQTWdMHsr7
დრო: 22 თებერვალი, 18:00 სთ
ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #519