ანონსები
ძვირფასო აბიტურიენტებო,
საქართველოს უნივერსიტეტი გიწვევთ ღია კარის დღეზე, ქალაქ თელავში. შეხვედრის ფარგლებში თქვენ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ უნივერსიტეტის სიახლეების შესახებ. გაეცნობით აკადემიურ თუ ფინანსურ შესაძლებლობებს.
მიიღებთ ინფორმაციას სწავლების შესახებ, გაცვლითი პროგრამების და შიდა არსებული კონკურსების ირგვლივ.
ღონისძიების მეორე ნაწილში, ჩატარდება ტრენინგი თემაზე " ადამიანის უფლებები", რომელსაც წარუძღვებიან სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ლექტორები, არჩილ ჯანგირაშვილ და ქეთევან გეგიაძე
მონაწილეობის მიღებისათვის, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/hFR316GBKkwYKdvJ8
დრო: 27 მარტი, 14:00 საათი
ადგილი: ქ. თელავი, სასტუმრო თელავი ინნ, რუსთაველის #2