ანონსები
ძვირფასო აბიტურიენტებო, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნირებათა სკოლა გიწვევთ ღია კარის დღეზე, ქალაქ თელავში.
შეხვედრაზე გაეცნობით, როგორც უნივერსიტეტის ზოგად, ასევე ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის, შეთავაზებებს.
გარდა ამისა, ღია კარის დღეზე შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ ტრენინგს ორ თემაზე:
ტრენინგებს ჩაატარებენ ნინო დევიძე - ასოცირებული პროფესორი, ტურიზმის მიმართულების მენეჯერი და ნათია სურმანიძე - ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ დაგეგმონ თავიანთი ბიზნეს საქმიანობა და გააცნობიერონ ბიზნეს გეგმის ძირითადი კომპონენტები. ასევე გაეცნობიან ტურისტული მოგზაურობის ფორმებს და ტურისტულ პროდუქტს, როგორც ტურისტული მომსახურების პაკეტს.
მონაწილეობის მიღებისთვის, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:
https://forms.gle/78h45JfkD7vxriG27
დრო: 9 თებერვალი, 13:00 სთ.
ადგილი: ქ. თელავი, ერეკლე მე - 2 ქუჩა, სასტუმრო - Holiday Inn Telav