ანონსები
18 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლისა და შვედური კომპანია “SENS Group”-ის თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართება პრეზენტაცია თემაზე: „ისწავლე ჩვენთან და იმუშავე შვედეთში“.
პროგრამის მთავარი მიზანია შვედეთში პროფესიული სამედიცინო კადრების დასაქმების პროცესის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა.
სამედიცინო პერსონალი, რომელიც გაემგზავრება და მუშაობას დაიწყებს შვედეთში, გარანტირებულად უზრუნველყოფილი იქნება მაღალი დონის პირობებით და ხელშეწყობით ხარისხიანი მუშაობისა და ცხოვრებისათვის:
· დასაქმება შვედეთში, სახელმწიფო ან კერძო სამედიცინო დაწესებულებაში;
· კარგი სამუშაო პირობები და მაღალი ხელფასი;
· საცხოვრებელი ადგილი მოსახერხებელი ადგილმდებარეობით და კარგი პირობებით;
· შვედური ოფიციალური სამუშაო ნებართვა;
· შვედური დაზღვევა და პენსია (თუ პიროვნებას ეკუთვნის);
· ცხოვრების ოფიციალური ნებართვა და შვედური მოქალაქეობა - რამოდენიმე წელიწადში;
· ხელშეწყობა მართვის მოწმობის მიღებაში;
· ხელშეწყობა პერსონალურ და საოჯახო სოციალიზაციაში.
სასწავლო პროცესის პირველი სტადია გათვლილია 40 აპლიკანტზე და მისი დაწყება დაგეგმილია 2019 წლის სექტემბრიდან, საქართველოს უნივერსიტეტში.
თარიღი: 18.06.2019
დრო: 13:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია #302