ანონსები
27 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტი ზუგდიდში მდებარე სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკას გახსნის.
ეს არის კიდევ ერთი საგანმანათლებლო-სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ზუგდიდის რეგიონულ ოფისში სამკითხველო სივრცე მოეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობა დამატებით საგანმანათლებლო ბენეფიტს მიიღებს.
ბიბლიოთეკაში, ძირითადად, წარმოდგენილი იქნება პროფესიული ლიტერატურა, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე. დაინტერესებული პირები გაიღრმავებენ ზოგად თუ პროფესიულ განათლებას და გაეცნობიან თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სახელმძღვანელოებს, ასევე წიგნებს, რომლებიც კარიერულ წინსვლაში ხელს შეუწყობს.
გარდა დარგობრივი ლიტერატურისა, იქნება მხატვრული და საბავშვო ლიტერატურაც. ასევე, სახელმძღვანელოები, რომლებიც განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს (მე-11, მე-12) და მასწავლებლებს. ბიბლიოთეკით სარგებლობა კი შეეძლება ყველას.
საქართველოს უნივერსიტეტი მადლობას უხდის საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობას და ბიბლუსს თანამშრომლობისთვის.
პ.ს. საქართველოს უნივერსიტეტი, მუდმივად ცდილობს იყოს პასუხისმგებლობის მქონე კორპორაციული მოქალაქე და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტის ლობისტია.
ასევე შეგახსენებთ, რომ ბიბლიოთეკები ეტაპობრივად ყველა ჩვენს რეგიონულ ოფისში გაიხსნება.
თარიღი: 27.12.2019
დრო: 15:00 სთ
ადგილი: გამსახურდიას გამზირი N12
რეგიონული ოფისის მენეჯერის ტელ: 591840707