ანონსები
15 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტის ქუთაისში მდებარე, იმერეთის რეგიონული ოფისი უმასპინძლებს პროექტის პრეზენტაციას- ,ბულინგთან ბრძოლა და მისი პრევენციის გზები საჯარო სივრცეში“, რომელიც ადამიანის უფლებების კვლევით ცენტრთან და ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა-აიესაისთან თანამშრომლობით ხორციელდება.
პროექტი შემეცნებითი ხასიათისაა და ითვალისწინებს მხოლოდ VIII-დან XII კლასის ჩათვლით მოსწავლეებში ცნობადობის ამაღლებას, სამოქალაქო განათლებისა და ფსიქოლოგიის საწყისებთან გაცნობას.
პროექტი საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული ადამიანის უფლებების კვლევითი ცენტრის (HRRC) მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი ქეთევან ხორავა გახდა.
შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა - https://goo.gl/rckYjD
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები.
თარიღი: 15.02.2019
დრო: 14:00 სთ
ადგილი: ქ.ქუთაისი, ფალიაშვილის 31