ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი- “UG Startup Factory” ყოველთვიური ღონისძების - “ProductTank-ის“ ფარგლებში უმასპინძლებს სტარტაპ დამფუძნებლებს, პროდუქტ მენეჯერებს, დიზაინერებსა და დეველოპერებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას და თბილისის სხვადასხვა მულტიფუნქციურ სივრცეებში გაგვიზიარებენ. შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 155 ქალაქს აერთიანებს.
დავით ხოსროშვილი, Wifisher.com-ის აღმასრულებელი დირექტორი, ისაუბრებს მასშთაბზე გათვლილი პროდუქტების შექმნაზე.
მირიან ხომერიკი, Leavingstone-ის მობილური აპლიკაციების გუნდის ხელმძღვანელი, მობილური პროდუქტის მენეჯმენტზე იდეიდან-გამოქვეყნებამდე.
ProductTank-ზე დასწრება უფასოა.
ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/258185182/
თარიღი: 26.01.2019
დრო: 16:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, კოსტავას 77ა, UG Startup Factory