ანონსები
21 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტი, პროფესიების კვირეულის ფარგლებში, გამართავს არაფორმალურ შეხვედრას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლაში არსებული პროფესიების შესახებ.
შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმატებული ადამიანები დამსწრეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
პროფესიების კვირეულზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:https://goo.gl/NKR6j9
პროფესია: მათემატიკოსი
სპიკერი: ემზარ ხმალაძე - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აქვს საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების განხორციელების, უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებში მუშაობის, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზების დიდი გამოცდილება.
თარიღი: 21 მარტი
დრო: 15:30 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #116
პროფესია: ინფორმატიკოსი (IT)
სპიკერი: სულხან სულხანიშვილი - ერთ-ერთი წამყვანი სერთიფიცირებული და ავტორიზირებული ინსტრუქტორია Microsoft Academy-ს, Oracle Academy-ს, Palo Alto Networks Academy-ს და Cisco აკადემიების. არის საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტის და IT ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
თარიღი: 21 მარტი
დრო: 16:30
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #116
პროფესია: ელექტრონული ინჟინერი
სპიკერი: ირაკლი ნოსელიძე - საქართველოს უნივერსიტეტის ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.. მისი კვლევების თემატიკაა "ატომური დაჯახებები, ნანოსტრუქტურული მასალები და ნანომასშტაბის ფიზიკური მოვლენები.
თარიღი: 21 მარტი
დრო: 17:30
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #116