ანონსები
19 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტი, პროფესიების კვირეულის ფარგლებში, გამართავს არაფორმალურ შეხვედრას თემაზე: „პროფესია იურისტი“, სადაც პროფესიონალები არაფორმალურ გარემოში გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.
პროფესიების კვირეულზე დასასწრებად,გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://goo.gl/NKR6j9
სპიკერი: ანი ხურციძე, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი.
ქალბატონი ანი არის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის (ADREE) დამფუძნებელი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს შრომის დავების მედიატორი. 2008 წლიდან იგი არის საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სამართლებრივი ექსპერტი; ასევე ამზადებს სამართლის სტუდენტურ გუნდებს საერთაშორისო შეჯიბრებისთვის.
შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: ➡ https://goo.gl/NKR6j9
თარიღი: 19 მარტი
დრო: 18:00 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519