ანონსები
31 იანვარს, საქართველოს უნივერსიტეტის გორის რეგიონულ ოფისში გაიმართება პროექტის პრეზენტაცია ,,ბულინგთან ბრძოლა და მისი პრევენციის გზები საჯარო სივრცეში“, რომელიც ადამიანის უფლებების კვლევით ცენტრთან და ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა-აიესაისთან თანამშრომლობით ხორციელდება.
პროექტი შემეცნებითი ხასიათისაა და ითვალისწინებს მხოლოდ VIII-დან XII კლასის ჩათვლით მოსწავლეებში ცნობადობის ამაღლებას, სამოქალაქო განათლებისა და ფსიქოლოგიის საწყისებთან გაცნობას.
პროექტი საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული ადამიანის უფლებების კვლევითი ცენტრის (HRRC) მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი ქეთევან ხორავა გახდა.
აღსანიშნავია, რომ პროექტს უმასპინძლებს საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული ოფისები, რომელიც ქვეყნის 7 დიდ ქალაქშია განთავსებული.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, გთხოვთ რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე:
თარიღი: 31.01.2019
დრო: 14:00 სთ
ადგილი: ქ.გორი, სტალინის ქუჩა 25