ანონსები
24 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს ორგანიზებით და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის, სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით, გაიმართება საჯარო დებატები თემაზე: „საბიუჯეტო ჯანდაცვა: მზარდი ხარჯები, კლებადი ხარისხი.
საჯარო განხილვაზე საკუთარ შეხედულებებს წარმოადგენენ ჯანდაცვის სფეროს მცოდნე სპეციალისტები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ვახტანგ სურგულაძე, გიორგი ლომინაძე, პაატა შეშელიძე და გიორგი ჩხიკვაძე.
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: http://tiny.cc/kk1z6y
დასწრება თავისუფალია.
თარიღი: 24.05.2019
დრო: 19:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519