საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკის და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრი (UGSPN) გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე თემაზე -– სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და სტრატეგიული გავლენა რეგიონზე.
დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნება:
- სომხეთის შიდა პოლიტიკური დინამიკა არჩევნების შემდეგ, მათ შორის, პოლიტიკური ძალების განლაგება;
- არჩევნების შედეგების გავლენა სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე დასავლეთთან ურთიერთობების კონტექსტში;
- სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პერსპექტივები, რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურა და ახალი პოლიტიკური რეალობის გავლენა სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსზე;
- საქართველოსთვის შესაძლო გამოწვევები და შესაძლებლობები, მათ შორის, რეგიონული სტაბილურობის, სატრანზიტო კავშირების, უსაფრთხოების გარემოსა და სამხრეთ კავკასიის პოტენციური გეოპოლიტიკური გადალაგების თვალსაზრისით.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:
- გიორგი მჭედლიშვილი - სტატუსი/ორგანიზაცია
- გიორგი ტუმასიანი - სტატუსი/ორგანიზაცია
- მოდერატორი - შალვა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი
დრო: 15 ივნისი, 17:00
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას ქ. 77ა, საკონფერენციო დარბაზი N519
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/htrs7a3SdnLaHGo69