ანონსები
8 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტი, ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში, უმასპინძლებს გიორგი კეკელიძის საჯარო ლექციას თემაზე: „წიგნი და წიგნიერება“.
ღონისძიების ფარგლებში, განხილული იქნება წიგნის და წიგნიერების როლი ადამიანის ცხოვრებაში.
არისტოტელე ამბობდა: „კარგი წიგნი ის არის, რომელშიც ავტორი ამბობს იმას, რაც საჭიროა, არ ამბობს იმას, რაც არ არის საჭირო და ამბობს ისე, როგორც საჭიროა“.
სპიკერი: მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ბ-ნ გიორგი კეკელიძე.
დასწრება თავისუფალია!
თარიღი: 08.05.2019
დრო: 18:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა; საკონფერენციო დარბაზი #519