ანონსები
7 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტი, ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში, უმასპინძლებს გელა ჩარკვიანის საჯარო ლექციას: „საუბრები ნაგერალაზე“.
შეხვედრაზე განხილული იქნება უბის წიგნაკში დარჩენილი ფრაზებისა და პასაჟებისგან შექმნილი წიგნის ისტორია.
"გულზე ხელს დავიდებ და გულწრფელად გეტყვით - არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს უბის წიგნაკში დარჩენილი ფრაზები და პასაჟები, რომლებიც მემუარული წიგნის წერისას ვერ გამოვიყენე, თავად დაიდებდნენ ბინას ამ ლამაზ გამოცემაში. ამიტომაც დავარქვი მას "ნაგერალა“”- გ. ჩარკვიანი.
სპიკერი: ბ-ნ გელა ჩარკვიანი, მწერალი, მუსიკოსი და დიპლომატი.
თარიღი: 07.05.2019
დრო: 15:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519