ანონსები
3 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა გამართავს საჯარო ლექციას თემაზე- „კონფლიქტი კიბერსივრცეში“.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება კიბერსივრცე, როგორც კონფლიქტის ახალი ადგილი და მისი გავლენა ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
საჯარო ლექციას გაუძღვება ბ-ნ იუენ ლოუსონი, The Royal United Services Institute-ის მკვლევარი.
შეგახსენებთ, რომ The Royal United Services Institute თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კვლევითი ინსტიტუტია, რომელთანაც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო და სხვა გავლენიანი უწყებები აქტიურად თანამშრომლობენ.
თარიღი: 03.04.2019
დრო: 19:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519