ანონსები
18 ოქტომბერს, პროფესორი მიხეილ კოტიშაძე გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „ძლიერი, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება და პრობლემების გადაწყვეტის უნარები”.
ლექციის ფარგლებში, განხილული იქნება საგამომგონებლო ამოხსნის თეორია, რომელიც ისწავლება მსოფლიოს 150 უნივერსიტეტში, მათ შორის, მასაჩუსეთსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
სპიკერი: მიხეილ კოტიშაძე, საგამომგონებლო უნარების გამომუშავების და პრობლემების გადაწყვეტის სწავლების მიმართულებით, საქართველოში ერთადერთი სერტიფიცირებული ტრენერია, რომელმაც სერტიფიკატი მიიღო სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში.
თარიღი: 18.10.2019
დრო: 18:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #710