ანონსები
9 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტი, ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში, უმასპინძლებს ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციას თემაზე: „მოგზაურობა პატარა პრინცის სამყაროში“.
„თუ უფროსებს თქვენ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ, რაც მთავარია: როგორი ხმა აქვს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო.“ - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ,,პატარა პრინცი“.
საჯარო ლექციას გაუძღვება ბ-ნ ლევან ბერძენიშვილი, მწერალი და ფილოლოგი.
დასწრება თავისუფალია.
თარიღი: 09.05.2019
დრო: 14:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519