ანონსები
26 თებერვალს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა უმასპინძლებს საჯარო ლექციას თემაზე: „ფარმაცევტული პოლიტიკა და ესენციალური მედიკამენტებისადმი ხელმისაწვდომობა“.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება ფარმაცევტული პოლიტიკის როლი თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებაში.
ლექციას ჩაატარებს ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი.
დასწრება თავისუფალია.
თარიღი: 26.02.2019
დრო: 16:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია #302