9 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტი, გამომცემლობა "დიოგენესთან" ერთად, სტოიციზმის წარმომადგენლის, ლუციუს ანეუს სენეკას წიგნის თარგმანის პრეზენტაციას მასპინძლობს.
წიგნის "მორალური წერილები ლუკილიუსს” ქართულენოვანი თარგმანის ავტორი, გვანცა ფოფხაძე, თავად წარუძღვება ღონისძიებას და სტუმრებთან ერთად ინტერაქციულ რეჟიმში განიხილავს წიგნის მნიშვნელოვან პასაჟებს.
დრო: 9 ოქტომბერი, 17:00 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, კოსტავას 77ა, 519 საკონფერენციო დარბაზი