თუ ამ კითხვებზე პასუხების პოვნა გაინტერესებს, საქართველოს უნივერსიტეტი გიწვევს კვანტური ტექნოლოგიების კვირეულზე, რომელიც 13-17 ივლისს გაიმართება და მე-9-12 კლასის მოსწავლეებს კვანტური ტექნოლოგიების საფუძვლებს თეორიულად და პრაქტიკულად გააცნობს.
კვირეულის განმავლობაში მონაწილეები დაესწრებიან ლექციებს, სადაც საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები კახაბერ თავზარაშვილი, ირაკლი ნოსელიძე და ნანა დიხამინჯია, ასევე Apple-ის Tech Lead მიხეილ წიკლაური, ისაუბრებენ კვანტური გამოთვლების, კვანტური კომუნიკაციის, კვანტური ალგორითმებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც ამ მიმართულებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მომავალში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს გაუძღვებიან UC Davis-ის სტუდენტი გიორგი წიკლაური და Mountain View High School-ის მოსწავლე ალექსანდრე წიკლაური, რომლებიც მონაწილეებისთვის IBM Qiskit-ის ვორქშოფებს ჩაატარებენ. უფროსკლასელები თავად შექმნიან და გამოცდიან მარტივ კვანტურ ალგორითმებს, გაეცნობიან კვანტური პროგრამირების საფუძვლებს და ნახავენ, როგორ გადადის თეორია რეალურ პროგრამულ გარემოში.
კვირეულში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ 20 შერჩეული უფროსკლასელი (მე-9-12 კლასები), რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანამედროვე ტექნოლოგიებით, ფიზიკით, მათემატიკით, პროგრამირებით ან უბრალოდ სურთ უკეთ გაიცნონ მომავლის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ტექნოლოგიური მიმართულება.
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ კვანტური ტექნოლოგიების შესახებ საბაზისო ცოდნა და პირველი პრაქტიკული გამოცდილება კვანტურ პროგრამირებაში.
კვანტური ტექნოლოგიების კვირეულს ახორციელებს საქართველოს უნივერსიტეტის კვანტური ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრი, კვანტური გამოთვლების ასოციაციასთან პარტნიორობით.
დრო: 13-17 ივლისი / 10:00 -14:00 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა, აუდიტორია 603
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რეგისტრაციის ბოლო ვადა: 9 ივლისი, 20:00 საათი.
რეგისტრაციის ფორმა: https://forms.gle/VXoB1WeGQ4jtftQp7
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: pr@ug.edu.ge