ანონსები
14 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტი უმასპინძლებს, ფერმწერისა და სახალხო მხატვრის, რადიშ თორდიას კატალოგის პრეზენტაციას.
ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება მხატვრის 65 წლიანი შემოქმედებითი გზა, აგრეთვე გამოიფინება მისი ნამუშევრები.
მოწვეულ სტუმრებს შორის, გარდა, ხელოვნების წარმომადგენლებისა და მხატვრებისა, არის დიპლომატიური კორპუსი.
დრო:14 მარტი, 18:00 საათი
ადგილი: კოსტავას #77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #519 აუდიტორია