ანონსები
19 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტი უმასპინძლებს საჯარო ლექციას თემაზე:
„ლადო აღნიაშვილის მოგზაურობა სპარსეთში“.
შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბი - „აღმოსავლური“.
შეგახსენებთ, რომ ლადო აღნიაშვილი გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეა, რომელიც 1894 წელს გაემგზავრა სპარსეთში შაჰ-აბასის დროს გადასახლებული ქართველების ცხოვრების შესასწავლად. შემდეგ კი ჟურნალ "მოამბეში" დაბეჭდა ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული ნაშრომი "სპარსეთი და იქაური ქართველები".
თარიღი: 19.04.2016
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 15:00 სთ