ანონსები
30 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტი საერთაშორისო კამპანიის - „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში უმასპინძლებს საჯარო ლექციას თემაზე: „ფემიციდი და ქალთა მიმართ ჩადენილი სხვა დანაშაულები“.
ლექციის ორგანიზატორები არიან საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და ოჯახში ძალადობის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების კლინიკა.
მომხსენებლები:
ანა თავხელიძე - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთავის“ ორგანიზაციის ადვოკატი;
მარიამ ქევხიშვილი - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციის ადვოკატი;
ანნა არღანაშვილი - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთავის “ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
თარიღი: 30.11.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #420
დრო: 12:00 სთ