22 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრი (UGSPN) გამართავს საჯარო დისკუსიას თემაზე: „ჩაუქრობელი ნაპერწკალი: საქართველოს დამოუკიდებლობის გრძელი გზა."
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, დისკუსიის მიზანი, სხვადასხვა პროფესიული და აკადემიური პერსპექტივებიდან, მსჯელობაა: რას ნიშნავს სინამდვილეში დამოუკიდებლობა და რას მოითხოვს ის ქართველებისგან, თაობიდან თაობამდე?
დისკუსია ფოკუსირდება ქართული წინააღმდეგობის განუწყვეტელ ჯაჭვზე - დამოუკიდებლობის მიღებიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დღემდე.
1918 წლის 26 მაისს, გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რეგიონის ერთ-ერთი პირველი საპარლამენტო დემოკრატია და ის სახელმწიფოებრივი საფუძველი, რომელსაც ქართველები 1991 წელს დაუბრუნდნენ. თუმცა, საქართველოში, საბჭოთა ოკუპაციის შვიდი ათწლეულის განმავლობაშიც, დამოუკიდებლობის იდეას ცოცხლად ინახავდნენ. ამრიგად, დამოუკიდებლობის დღე განიხილება იმ საისტორიო ფაქტების ერთობლივ ნაწილად, რამაც საერთო სურათი შექმნა, წარსულიდან - დღემდე. დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნება დამოუკიდებლობისთვის ყოველი თაობის მათეული ბრძოლის მეთოდები და არსებული, თანამედროვე პერსოპექტივები 26 მაისის, როგორც დამოუკიდებლობის დღისადმი - შინაარსის ირგვლივ.
შეხვედრას მოდერატორობას გაუწევს: კონსტანტინე თოფურია — საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი
მომხსენებლები:
დრო: 22 მაისი, 16:00 საათი
ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო დარბაზი