ანონსები
4 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში კავკასუს ონლაინი გამართავს საჯარო ლექცია თემაზე: „დომენის დანიშნულება და .GE ზონის ფუნქციონირება“.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება დომენური სახელების გამოყენება და თვისობრივი მახასიათებლები.
ლექციის მიზანია, აამაღლოს სტუდენტების ცნობიერება დომენის დანიშნულების, .GE ზონაში განხორციელებული ცვლილებებისა და არსებული სტანდარტების შესახებ.
სპიკერი: ხათუნა შუბითიძე - კავკასუს ონლაინის .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრირების განყოფილების უფროსი.
თარიღი: 04.12.2019
დრო: 18:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #116