ანონსები
21 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ზუგდიდში მდებარე სამეგრელოს რეგიონული ოფისი სწავლების G-PriEd-ული მოდელის გაცნობის მიზნით, რეგიონში მცხოვრები პედაგოგებისთვის სემინარს ჩაატარებს.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
სემინარში მონაწილეობა შეუძლიათ საბაზო და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებლებს და ასევე სხვა მიმართულების პედაგოგებს, ვისაც აღნიშნული მოდელის სემინარები აინტერესებთ.
სემინარს საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესიული განვითარების ცენტრის UG-PriEd-ის ტრენერ-კონსულტანტები გაუძღვებიან.
სემინარზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია აღნიშნულ ბმულზე: http://bit.ly/2M5K7a2
გთხოვთ გაითვალისწინეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
თარიღი: 21.12.2019
დრო: 14:00 სთ
ადგილი: ზვიად გამსახურდიას 33, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დარბაზი