ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 25 ოქტომბერს 11:00 საათზე, გიწვევთ საჯარო ლექციაზე: "საგანმანათლებლო დაწესებულებები გერმანიაში, ამ სფეროში არქიტექტურული კომპანია ALN-ის გამოცდილება და მისი გაზიარება საქართველოში".
ლექციას/პრეზენტაციას გაუძღვებიან ALN -ს წამყვანი არქიტექტორები: მარკუს ნოიბერი და გჯერგჯი დუშნიკუ
საჯარო ლექცია იმართება იმ ვორქშოპის ფორმატში, რომელსაც არქიტექტურული კომპანია ALN (www.aln.la) ატარებს საქართველოს უნივერსიტეტში.
არქიტექტურული კომპანია ALN -ს სათაო ოფისი გერმანიის ქალაქ ლანდშუტში მდებარეობს. გარდა ამისა კომპანიის დაახლოებით 70 თანამშრომელი დასაქმებულია ALN -ს ოფისებში ბერლინში, მილანში და ტირანაში.
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
ადგილი: მერაბ კოსტავას ქ. 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია №519 ,
დრო: 25 ოქტომბერი, 11:00 სთ.